საქართველოს კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა გიორგობიანი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის, სამართალდამრღვევად სცნო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და პოლონეთის სახელმწიფო არქივების ორგანიზებით დღეს, ვარშავაში, ღია ცის ქვეშ გამოფენა „საქართველო - წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნა.
პარიზში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა.
კრებულის - „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია“ – „Contemporary Georgian Fiction“ პრეზენტაცია დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ქუთაისს ეწვევა, სადაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ორ უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა სტაჟირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დღეს „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული კვლევის - „მთავრობის PR აქტიურობის ინდექსის“ პრეზენტაცია გაიმართება.
23 მაისი ქართული რადიოს დღეა. ამასთან დაკავშირებით დღეს 18:00 საათზე საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითთან“ არსებულ თავისუფალი შეხვედრების კლუბში საღამო გაიმართება.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადება ადასტურებს, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის ეშინია - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.