ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ წარმომადგენლები დღეს ცენტრ „ჯაზუში“ შეიკრიბებიან და საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ჯაზუს“ ხელმძღვანელმა იური ვაზაგაშვილმა განუცხადა, განცხადება 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გაკეთდება.
„სამოქალაქო ერთობის“ აქტივისტები, რომლებიც კოალიციაში არ არიან გაერთიანებული, ჩვენთან შეიკრიბებიან და 27 მაისის აქციების მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ გავაჟღეროთ ისეთი საკითხიც, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ვაზაგაშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ აქციას 27 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავს.

















