საგანმანათლებლო ცენტრ ,,ლანგეითთან” არსებულ ,,თავისუფალი შეხვედრების კლუბში” 6 მაისს რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის ,,ნეტავი იქ თეატრი არის?” ჩვენება გაიმართება.
თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ლილოს დასახლებაში გამავალ 700 მმ-იან წყალდენზე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოებია.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი რესურსები დღეს აჭარას ხმარდება. აღნიშნული განცხადება მან ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, დამატებითი მოსაწვევები გაგზავნა.
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ ფერმერული მეურნეობის განვითარების შესახებ ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.