ავღანეთში, ჰელმანის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზას ბოევიკები დაესხნენ.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე თავდასხმა გუშინ გვიან ღამით განხორციელდა.
ორმხრივი შეტაკების შედეგად, 2 სამხედრო მოსამსახურე ადგილზევე დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.
უცხოური მედია საშუალებების ინფორმაციით, დაჭრილია ერთი თავდამსხმელიც. დანარჩენებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
ავღანეთში 2001 წლის შემდეგ ბრიტანეთის არმიის 412 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.

















