აჭარის რევოლუციის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ ცნობილიც არ არის .
„დღის ბოლოს ყველა ღონისძიების შესახებ გვექნება ინფორმაცია. შევკრავთ და შესაბამისად, გვეცოდენება რა იქნება ხვალ. გამოკვეთილი ღონისძიება არ გვაქვს“- განაცხადეს პრესსამსახურში.
ღონისძიებების განრიგი „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ვერ დაუსახელეს.
6 მაისს, აჭარის რევოლუციიდან 8 წლისთავი აღინიშნება. 2004 წლის 6 მაისს საზოგადოების საპროტესტო მასობრივი გამოსვლების ფონზე აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე გადადგა.

















