გაეროს გენერალური მდივნის პან კი მუნის განცხადებით, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმას სირიაში შედეგი ამ დრომდე არ გამოუღია.
„კომუნისტური“ პარტიის წევრები მოსკოვში დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-ს ინფორმაციით, აქცია მერიასთან შეთანხმებული არ არის და ის არასანქცირებულია.
პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივას საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს.
საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითთან“ არსებულ „თავისუფალი შეხვედრების კლუბში“ ხვალ პოეტ ნატო ინგოროყვას პოეზიის საღამო, სახელწოდებით - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართება.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი „ისტორიალი“ დღეს თბილისის მერიის ეკონომიკურ სამსახურთან და ევროპის სახლთან ერთად, ტრადიციული რეწვის პირველ ე.წ ვორქშოფს გამართავს.
სახალხო დამცველი „ქართუ“ ბანკთან დაკავშირებულ მასალებს სწავლობს. ეს განცხადება დღეს 3 კომიტეტის სხდომაზე გიორგი ტუღუშმა ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ გააკეთა.