სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირებას პარლამენტს სთხოვს.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა, საკანონმდებლო ნორმებით არ ხდება. მისივე აზრით, ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა პარლამენტის ფუნქციაა.
ამასთან, როგორც მან პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხოდმაზე გასული წლის ანგარიშის განხილვისას აღნიშნა, არ არსებობს ნორმები, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმპციას გაწერს.

















