გაეროს გენერალური მდივნის პან კი მუნის განცხადებით, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმას სირიაში შედეგი ამ დრომდე არ გამოუღია.
„ ნათელია, რომ ბაშარ ასადი არაფერს აკეთებს კოფი ანანისთვის მიცემული დაპირების შესასრულებლად. სირიის კრიზისი იმ შემთხვევაში დასრულდება, თუკი ასადი 10 აპრილამდე დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს“- განაცხადა გაეროს გენმდივანმა.
მისივე თქმით, 12 აპრილს ადგილობრივი დროით 6 საათზე, ცეცხლი უნდა შეწყდეს.
კოფი ანანის გეგმა მძიმე სამხედრო ტექნიკისა და სამთავრობო ჯარების გაყვანას, მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ჟურნალისტების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















