საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით საბავშვო ფილმების ფესტივალი - „ოქროს პეპელა“ გაიმართება.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ფესტივალში მონაწილეობის მიღება 18 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ.
ფესტივალს საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა აქვს. ის მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების კონკურსს მოიცავს.
საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობმა შემდეგი პირობები უნდა გაითვალისწინო - ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს; ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე უნდა იყოს 18 წალმდე; ფილმის თემატიკა და ჟანრი არ არის შეზღუდული; ფილმში მონაწილე მსახიობი უნდა იყოს არაპროფესიონალი. ფილმის ვიდეო და აუდიო ფორმატი, ხარისხი არ არის შეზღუდული; ფილმის წარდგენის ბოლო ვადა 2012 წლის 15 მაისია. საკონკურსო ფილმები ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთება.
ჟიური გამარჯვებულს სცენარის, რეჟისორის, ოპერატორის, მონტაჟის, მსახიობი გოგონას, მსახიობი ვაჟის, ეპიზოდური როლის, მუსიკის, გრაფიკისა და ანიმაციის ნომინაციებში გამოავლენენ.
გამარჯვებულ ფილმს დიპლომი და გრან-პრი "ოქროს პეპელა" გადაეცემა.
ფესტივალი2012 წლის 30 მაისს „ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში საკონკურსო ფილმების ჩვენებით გაიხსნება. 31 მაისს კი, არასაკონკურსო ფილმების ჩვენება გაიმართება.
ფესტივალი 1 ივნისს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.

















