განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და UNICEF ერთობლივი პროექტის - "ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში ხვალ ფორუმს გამართავენ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს სთხოვს შეაჩეროს თავისი პარტიისთვის შემოწირულობის ჩარიცხვა. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს პრეზიდენტის გამოუქვეყნებელ განკარგულებებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი ჯონდი ბაღათურია ეჭვს გამოთქვამს, რომ საწვავის ბიზნესი საქართველოში პრეზიდენტის "პირადი ბიზნესია".
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე პოლიტიკური დებატების ერთ-ერთ ძირითად შედეგად სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის განათლების საკითხს ასახელებს.