სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს სთხოვს დაამტკიცოს საქმიანობათა ნუსხა, რომლებშიც
აივ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების რისკი მაღალია.
მათივე ინფორმაციით, "აივ ინფექცია/შიდსის შესახებ" კანონის მიხედვით, დაუშვებელია აივ ინფიცირებულის სამსახურიდან დათხოვნა ან მისთვის სამუშაოზე მიღების უარის თქმა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის გამო. გარდა იმ საქმიანობებისა, სადაც მასთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს მსგავსი საქმიანობის ჩამონათვალი. კანონის ამოქმედებიდან 6 თვეში, ჯანდაცვის მინისტრს უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა აღნიშნული კანონის ამოქმედებისთვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

















