საქართველოს "მწვანეთა პარტია" რუსეთში დაკავებულ ოპოზიციის ლიდერებს და მიტინგის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტია იმედს გამოთქვამს, რომ დემოკრატიული ძალები რეფორმების დასაწყებად ქვეყნის ხელისუფლებაზე ეფექტურ ზეწოლას მოახდენენ, რაც უახლოეს მომავალში, რუსეთის ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალების მოსვლას განაპირობებს.
"მწვანეთა პარტია" მიიჩნევს, რომ რუსეთში საარჩევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები საქართველოსთვისაც ნაცნობი თემაა. მათივე ინფორმაციით, სააკაშვილის მთავრობამ გასულ საპარლამენტო არჩევნებში "მწვანეთა პარტიას" მონაწილეობის საშუალება არ მისცა.

















