საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ მომზადებული კვლევის – "საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი კომპანია" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს რეფერალური პროგრამის ისევ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემის თხოვნით მიმართა.
სამგორისა და მთაწმინდის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო შუქი