თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 39 წლის მამაკაცი და მისი 17 წლის შვილი კლინიკაში დღეს გამთენიისას მოათავსეს.
მედიკოსების თქმით, მოწამლულებს შესაბამისი კვლევა ჩაუტარდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მარტში თბილისში გაზით მოწამვლის ეს უკვე მე-12 შემთხვევაა. ინტოქსიკაციის შედეგად, 4 მოქალაქე გარდაიცვალა.

















