გასული ღამის განმავლობაში დედაქალაქში 45 სახანძრო და 46 სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის საგანაგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, თბილისში წუხელ ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა. წურწუმიას ქუჩაზე 150 კვ. მეტრის, ხოლო იზაშვილის ქუჩაზე 100 კვ. მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა.
სამსახურის ცნობით, სხვა სახანძრო გამოძახებები ძირითადად ბალახის საფარზე ცეცხლის გაჩენას ეხებოდა.

















