„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლების გახსნის ცერემონია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” გაიმართა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ლადისლავ იუნგიმ მიმართეს.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში” (JTEC) გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა