logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ENTSO-E-სა და სსე-ს შორის შეთანხმებით ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა გაიზრდება
ENTSO-E-სა და სსე-ს შორის შეთანხმებით ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა გაიზრდება
11:17 18.03.2019
ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელსა (ENTSO-E) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ გრძელვადიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

„ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელი 36 ქვეყანაში მოქმედ 43 გადამცემი სისტემის ოპერატორს აერთიანებს და მისი მიზანია შიდა ენერგეტიკული ბაზრის ოპტიმალური და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც საერთო პოლიტიკისა და მიმართულებების განსაზღვრით, გადამცემი ქსელის ოპერატორებს შორის ტექნიკური თანამშრომლობითა და გრძელვადიანი ქსელის წესების შემუშავების საშუალებით ხორციელდება.

2018 წელს, ENTSO-E-მ პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მიერ შიდა ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, განსაკუთრებით კი საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთების შესახებ ოქმის ხელმოწერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ENTSO-E-მ სსე-ს შესთავაზა თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს არაწევრი გადამცემი სისტემის ოპერატორების ეტაპობრივ მომზადებას დამკვირვებელი წევრის სტატუსის მისაღებად. თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, განახორციელონ სსე-ს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, რომელთა ორგანიზება 2019 წლის მაისიდან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგეგმება.

სსე-ს მიერ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელთან გაფორმება ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ENTSO-E-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შესაძლებლობა ექნება, გააღრმაოს თანამშრომლობა ევროპის მასშტაბით მოქმედ გადამცემი სისტემის ოპერატორებთან. აღნიშნული კი გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას, ისე გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივასა და ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა