ნინო წიკლაურმა იტალიის კურორტ პასო სან პელეგრინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის ეგიდით
სარეიტინგო შეჯიბრება - გიგანტური სლალომი მოიგო.
ქართველმა მოთხილამურემ ამ შედეგით 31 ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა.
შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 110 სპორტსმენი ასპარეზობდა.

















