18-20 მარტს საქართველო უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის
კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მიზანია, დეგელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველო სთავაზობს "ერთი გზა ერთი სარტყელი" ინიციატივის ფარგლებში.
ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.
დელეგაციის წევრებს შორის არიან ისეთი მაღალი დონის წარმომადგენლები, როგორებიცაა: Mr. Edward YAU, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობა; Mr. Raymond YIP, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭო.
ვიზიტის ფარგლებში 18 მარტს დაგეგმილია პანელი "Investment Opportunities in Georgia", რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია სააგენტო "აწარმოე საქართველოში".
ღონისძიების პანელისტებს შორის არის სააგენტოს დირექტორი - მიხეილ ხიდურელი, რომელიც გამართავს პრეზენტაციას და აუდიტორიას საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალსა და სააგენტოს საქმიანობას გააცნობს.

















