საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის დედაქალაქ სანაში შეერთებული შტატების საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
სამეფო ოჯახი „გააბრაზა“ ფრანგულ „ყვითელ პრესაში“ პრინც უილიამის მეუღლის, კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინის ფოტოების გამოქვეყნებამ, რომელზეც ის „მოღეღილი მკერდითაა“ დაფიქსირებული - იუწყება „ბი-ბი-სი“.
ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩოზე თავდასხმასა და ელჩის კრისტოფერ სტივენსის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილია დაკავებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე სოციალური მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდნენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დღეს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენციას გამართავს და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო ორი პერიოდული ანგარიშის შედეგებს გამოაქვეყნებს.