ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოყვა.
„დაიჰაცუს“ მარკის მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და „მიცუბიში მონტეროს“ ჯიპს შეეჯახა. „დაიჰაცუს“ ორივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ჯიპში მყოფი ქალბატონი კი, მსუბუქი დაზიანებებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მიცუბიში მონტეროს“ ჯიპს „ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში ნარგიზა ტაბატაძე მართავდა.

















