ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“, ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს თბილისში განახორციელებს.
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელ ლორნ კრანერს და ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში ოთარ გოდერძიშვილის ოჯახს ესტუმრა და ოჯახის წევრებთან ერთად ყურძნის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილეობას არ მიიღებს.
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ცესკო-ში რეგისტრაცია 111 ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაიარა.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სისტემის საბრძოლო-საინჟინრო სფეროში სიტუაციის შეფასება დაასრულა.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე სასჯელაღსრულების მინისტრს გიორგი ტუღუშს საგანგებო განცხადებით მიმართავს.
კომპანია „სილქნეტში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია საინფორმაციო სააგენტო „გურია ნიუსს“ ინტერნეტის მიწოდებას მიზანმიმართულად უზღუდავს, არასწორს უწოდებენ.