ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა ჩატარდება.
ხვალვე ასევე, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღე აღინიშნება.
ბიძინა ჩოლოყაშვილი კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს შორის გამართულ ბრძოლაში ბიძინა ჩოლოყაშვილი თეიმურაზ I-ის მხარეს იბრძოდა. 1648 წელს თეიმურაზის დავალებით მან ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისთვის დაემორჩილებინა.
კახეთის აჯანყების შემდეგ შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა იგი იმ თურქმანებს გადასცა, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს დაიხოცნენ.
ბიძინა ჩოლოყაშვილი თურქმანებმა წამებით მოკლეს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები წმინდანად შერაცხა და მათი ხსენების დღეს ახალი სტილით 1 ოქტომბერი დააწესა.

















