ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ხვალ, მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს.
სასაზღვრო პოლიციის ეგიდით ხვალ „ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში სასაზღვრო და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის მუშა ჯგუფის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება.
აზიის განვითარების ბანკი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას 140 მლნ აშშ დოლარით აფინანსების. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქსიაო ჟაომ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ მოაწერეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტს შორის დღეს სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
ავიაციის ყოფილი თანამშრომლები სახელმწიფოსგან ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობის გაზრდას ითხოვენ. დღეს ავიატორებმა მთავრობის კანცელარიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ბალიაშვილი ტრაქტორების შემოყვანის პროცესის გამჭვირვალობას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე კაპანაძე დააკავეს.
საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ყირგიზეთის პარლამენტის ვიცე–სპიკერი ბოდოშ მამიროვა უხელმძღვანელებს.