პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ხვალ კონფერენციას – "ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის წევრებისთვის" გახსნის.
მაჭავარიანის გარდა, კონფერენციაზე სიტყვით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს ხელმძღვანელი მარსინ ვალეცკი გამოვა.
კონფერენციის მონაწილეები საპარლამენტო ეთიკის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ.
კონფერენცია "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდება.

















