სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად, ხვალ კაზრეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობას დაათვალიერებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ ჟურნალისტ სოფო ნოკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ისტორიაზე პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი არ ისურვა.
23 წლის მუჰამედ მერას, რომელმაც ტულუზაში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საფრანგეთში მუსულმანურ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ოფისს პატიმრობაში მყოფი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის შვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი უხელმძღვანელებს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დღეს პარლამენტის წინ გამართული აქციიდან მიმართა და თავისი პირობები წაუყენა.
შინგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე ზღულაძის განცხადებით, სოლომონ ქიმერიძის საქმის გამოძიებითა სამინისტრო დაინტერესებულია და მინისტრმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ მოითხოვენ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დააზუსტოს 5 აპრილამდე გაირკვევა თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი.
თბილისში წერეთლის გამზირზე შიდა კვარტალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით დაღელაშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არჩევნებზე დამკვირვებლების ლიმიტის გაზრდას და საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ითხოვს.