ესპანეთში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვის დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. დაკავებულია აქციის 30-ზე მეტი მონაწილე.
დაკავებულებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და მუნიციპალური საკუთრების დაზიანებაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ესპანეთის პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვაში მეტალურგიის, მშენებლობის, დასუფთავების, ქიმიური მრეწველობისა და სურსათის წარმოების სფეროში დაკავებული მოსამსახურეები მონაწილეობენ.
გაფიცვის მიზეზი შრომის ბაზარზე რეფორმები გახდა, რომლის თანახმად, დასაქმებულის გათავისუფლება გამარტივდა.
გაფიცულები ასევე საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას აპროტესტებენ.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ გადაუხვევს აღებული კურსიდან, რადგან ეს ევროკავშირის მოთხოვნაა.
ბოლო პერიოდში, ესპანეთი სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშეა.

















