შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მინიმუმ 25 თანამშრომელია დასჯილი.
„ომბუდსმენის თითოეული მომართვა შსს–ში დეტალურად იქნა შესწავლილი და დაუყოვნებელი რეაგირება მოხდა, რასაც სახალხო დამცველი ანგარიშში მადლიერებით აღნიშნავს“ – აღნიშნა ზღულაძემ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში სისტემური პრობლემა დაძლეულია, რაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
შს მინისტრის მოადგილე დღეს პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს პასუხობდა.

















