ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში, დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სამხარეო მთავარი პროკურორი როლანდ ახალაია, პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს უნდა გამოცხადდეს.
ჯანო კახიძის მუსიკალურ ცენტრში, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.