logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება
სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება
14:44 18.04.2017
მედიასთან ურთიერთობის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ, ვანო მერაბიშვილის დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსის შოთა უტიაშვილის ცოლის ეკა კვესიტაძისა და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის, ასევე, გიგა ბოკერიას ყოფილი მოადგილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი უფროსის, თამარ კინწურაშვილის (რომელმაც შენობის ეზოს დასუფთავებაში ოფიციალურად 165 ათასი ლარი გახარჯა http://www.newspress.ge/interviu/86622-ra-dajda-sazogadoebrivi-mautsyeblis-logo-da-dasufthavebashi-gadakhdili-165-athasi-thamar-kintsurashvilis-dros.html) მიერ დასმულ კითხვებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებით პასუხობს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო პერიოდში განხილვის საგანი გახდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო „TB24“-თან თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო, გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ცივილიზებული წესით, ბაზარზე არსებულ ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობს და მათი მეშვეობით აწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას.

კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო ხელშეკრულებების საფუძველზე ორ ათეულამდე ონლაინ მედიასაშუალების მეშვეობით აწოდებს ინფორმაციას ბენეფიციარებს. ეს სააგენტოებია: „ინტერპრესნიუსი“ (ipn); „ჯი-ეიჩ ენი„; „აიპრესი“; „გურიანიუსი“; „ფორ.გე“; „კვირა“; „ნიუპოსტი“; „ნიუსპრესი“; „ფრონტნიუსი“; „ექსპრესნიუსი“; „აქცენტი“; „თბილისი24“; „რეპორტიორი“; „პრაიმთაიმი“; „თაიმერი“; „ნიუპრესი“; „ექსპრესინფო“ ; „ბათუმელები“ და სხვა. ჩვენი ბენეფიციარების წრე იმდენად დიდია, რომ აუცილებლობად მივიჩნევთ, მათ საქართველოში არსებული ყველა მედიასაშუალებით მივაწოდოთ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და ჩვენს სისტემაში არსებული სიახლეების შესახებ. რაც შეეხება მედიასაშუალების მფლობელების ორიენტაციის კვლევას, აღნიშნული აღემატება სამინისტროს კომპეტენციას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2012 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მასშტაბური რეფორმა განხორციელდა, რომლის შედეგად ძირეულად შეიცვალა პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, დაინერგა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ამ სფეროში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, არსებული ვითარება და ყველა ის საკითხი, რომელიც სასჯელის აღსრულებას და, შესაბამისად, პატიმრებს შეეხება, როგორც ჩვენი, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ობიექტია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რეფორმების განხორციელების პროცესში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ მიზნით, კანონით დადგენილი წესით, აქტიურად თანამშრომლობს მედიასაშუალებებთან"-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა