logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
რა დაჯდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო და დასუფთავებაში გადახდილი 165 ათასი თამარ კინწურაშვილის დროს
რა დაჯდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო და დასუფთავებაში გადახდილი 165 ათასი თამარ კინწურაშვილის დროს
14:32 25.07.2016
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, გიგა ბოკერიას ყოფილი მოადგილე და დღეს „მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი“ (ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ თავისუფალი მედიის განვითარებას უჭერენ მხარს (?!) თამარ კინწურაშვილი, დღეს თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად, (თავისუფალი მედიის განვითარების წმინდათაწმინდა მისიის ფარგლებში) იმ მედიასაშუალებების სახელმწიფო სტრუქტურებთან კონტრაქტების დათვლას სახავს, რომელი მედიასაშუალებებიც, რბილად რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილსა და შესაბამისად, „ნაცმოძრაობას“ გუნდრუკს არ უკმევენ.
სწორედ მსგავსი კვლევა დადო რამდენიმე კვირის წინ კინწურაშვილის ფონდმა, სადაც განსაკუტრებით იმ სააგენტოებთან თუ სხვა სახის მედიასაშუალებებთან გაფორმებული საბიუჯეტო სტრუქტურების კონტრაქტების გამო მოთქვამდა, რომლებიც, მათი შეფასებით „პრორუსულ პროპაგანდას ეწევიან და ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან არიან დაკავშირებული“.
ეს სხვა თემაა, რაზეც სასამართლო იმსჯელებს, მანამ კი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ძალიან მცირე ფრაგმენტს იმ ხარჯებისა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სწორედ თამარ კინწურაშვილის ხელმძღვანელობის დროს იქნა გაწეული.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ ტელევიზიას, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი ესაჭიროება, რათა მან ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს, თუმცა როგორ ფუნქციონირებდა კინწურაშვილის დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი (რომელმაც თავი მხოლოდ გველივით დაკლაკნილი ლოგოთი დაგვამახსოვრა) და ამის ფონზე რა ხარჯებს ეწეოდა ტელეკომპანია, რომელიც ხალხის ჯიბიდან ფინანსდება, დასკვნის გაკეთებას მკითხველს მივანდობთ.
მაშ ასე:
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2006 წლის 15 თებერვალს 232 657 ლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა, დაახლოებით იმავე პერიოდში კი, 418 556 ლარი ფილმების თარგმნა-გახმოვანებაში დახარჯა.
2006 წლის 23 თებერვალს, კინწურაშვილის მაშინდელმა უწყებამ 277 200 ლარის ღირებულების საწვავი შეიძინა.
როგორც ჩანს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 2006 წლის 15 თებერვალს შეძენილი ტექნიკა საკმარისი არ აღმოჩნდა და იგივე ტექნიკის შესაძენად, უწყების ბიუჯეტიდან 175 430 ლარი გაიხარჯა.
ტენიკა საზმაუწყებელმა იმავე წლის 25 მაისს შეიძინა (ორჯერ), შესაბამისად, 287 550 და 215 315 ლარის ღირებულების.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ იმავე პერიოდში, კინწურაშვილის ქვემდებარე უწყებამ ტექნიკა შეიძინა 7 ივნისს, 27 ივნისს და 29 ივნისს 3-ჯერ!!! დახარჯულმა თანხამ, შესაბამისად, 48 460; 7 700; 41600; 432 602 და 126 958 ლარი შეადგინა.
2006 წლის 4 მაისს კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 62 357 ლარის ღირებულების კასეტები და დისკები შეიძინა.
იმავე პერიოდში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 45 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა ისევ შეიძინა, პარალელურ რეჟიმში კი, „გადაუდებელი აუცილებლობის“ მუხლით, 27 აპრილს (ორჯერ) 68 418 და 121 815 ლარის ღირებულების ტელე-რადიო აღჭურვილობა შეისყიდა.
ტექნიკის შესყიდვით დაიწყო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2007 წელიც და უკვე 17 იანვარს, ერთ დღეში ოთხჯერ (!?) განახორციელა შესყიდვა, რომელთა თანხობრივი მოცულობა 51 970; 76 515; 163 682 და 26 948 ლარი იყო.
მხატვრული ფილმების თარგმნა-გახმოვანებისთვის, 2007 წლის დასაწყისიდანვე, საზმაუს ბიუჯეტიდან 259 862 ლარი, ხოლო დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების თარგმნა- გახმოვანებისთვის 86 555 ლარი გავიდა.
2007 წლის 15 და 16 მარტს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტექნიკის შეძენა ისევ 5-ჯერ, 326 125; 11 962; 429 519; 186 965 და 90 550 ლარის მოცულობით განახორციელა.
აქვე გეტყვით, რომ ისევ და ისევ ტექნიკის შესაძენად, 13 სექტემბერს განსხვავებულად დიდი თანხა, 749 191 ლარი დაიხარჯა.
და რაც ყველაზე საყურადღებოა: 2007 წლის 25 სექტემბერს, კინწურაშვილის მაშინდელმა უწყებამ საოფისე ფართის დალაგებისა და მიმდებარე ეზოს მოვლისთვის, 165 ათასი ლარი გადაიხადა.
26, 29 და 30 (ორჯერ) ოქტომბერს, საზმაუს ბიუჯეტი ისევ ტექნიკის შეძენის მუხლით 37 070; 118 024; 69 793 და 153 416 ლარის ოდენობით გაიხარჯა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შენობაში განთავსებული სასტუდიო-სააპარატო სათავსებისთვის განკუთვნილი სამშენებლო-სამოტაჟიო სამუშაოებისთვის კი 2007 წლის 5 დეკემბერს 796 447 ლარი გაიცა.
და კიდევ ერთი საყურადღებიო დეტალი: იმავე წლის 17 დეკემბერს, ტელევიზიის რებრენდინგ მომსახურებისთვის 748 374 ლარი იქნა გადახდილი.
საინტერესოა, თითქმის 750 ათასი ლარი თუ ქალბატონმა კინწურაშვილმა იმ გველისებური ლოგოს შექმნაში გადაიხადა, რომელიც კარგა ხანს საზოგადოებისა და იუმორისტული გადაცემების ხუმრობის თემა იყო, აქ შესაძლოა სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე შესაბამისი ორგანოებიც დაინტერესდნენ. სხვა რებრენდინგი, თამარ კინწურაშვილის ხელმძღვანელობის დროს, როგორც მახსოვს, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ განუცდია. (აღნიშნულის დასაკონკრეტებლად საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ოფიციალურად მიმართავს და პასუხს, მიღებისთანავე გაასაჯაროებს)
და კიდევ ერთი საინტერესო ფრაგმენტი: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან 54 600 ლარი, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გრაფიკულ გაფორმებას მოხმარებულა.
შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ხარჯებისა, რაც თამარ კინწურაშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეობის მხოლოდ ორი წლის მანძილზე იქნა გაწეული.
p.s. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თამარ კინწურაშვილის ამჟამინდელ ორგანიზაციას (მედიის განვითარების ფონდი) ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან 101 ათასი ლარი გრანტის სახით აქვს მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ მასალას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა