ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თბილისის მონაცემების მიხედვით, უზუსტობა 17-22%-ს შეადგენს. ამის შესახებ „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ჟურნალისტებს ალტერნატიული „კარდაკარის“ კამპანიის შედეგები გააცნო.
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს, ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონიდან „მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
სირიელმა სამხედროებმა დამასკოს სამხრეთ ნაწილში მაიდანის კვარტალზე კონტროლი აღადგინეს, სადაც ამბოხებულები იყვნენ გამაგრებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი არასამხედრო გემის - „11 SENA T“-ს კაპიტანმა, უკრაინის მოქალაქე ალექსანდრე დემჩენკომ მასზე დაკისრებული 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ ცნობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თანახმაა, მათ მიერ წინა კვირაში პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ოთხი პრინციპისგან შემდგარ ერთობლივ დეკლარაციას მეხუთე პრინციპი დაემატოს,
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ დღეს, სასტუმრო „რედისონში“ წინასაარჩევნო ანგარიშის - „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“ პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯით ბრინკი დღეს მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეთორმეტე ჯგუფის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება.
კომპანია „სილქნეტი“ თბილისის მოსახლეობისთვის უფასო ინტერნეტ-კავშირის შეთავაზების შესახებ მერიის ინიციტივას უერთდება და ქალაქის მასშტაბით Wi-Fi ზონების განვითარებას იწყებს.
ავიაკომპანია flydubai, რომელიც ფრენებს უკვე 50-მდე მიმართულებით ახორციელებს, ტურისტებს მოგზაურობას აღმოსავლეთის ეგზოტიკურ ქვეყნებში, მათ შორის, ომანსა და ნეპალში სთავაზობს.