პანამის დროშის ქვეშ მცურავი არასამხედრო გემის - „11 SENA T“-ს კაპიტანმა, უკრაინის მოქალაქე ალექსანდრე დემჩენკომ მასზე დაკისრებული 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დემჩენკომ ასევე, გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 2 212 ლარი და 80 თეთრიც გადაიხადა, რის შემდეგადაც, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შსს სასაზღვრო პოლიციის ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების, კერძოდ კი, ნავთობშემცვლელი სითხის ზღვაში ჩაღვრის ფაქტზე პანამის დროშით მცურავი არასამხედრო გემი „11 SENA T“-ი 14 ივლისს დააკავეს.

















