ამერიკული ცენტრი „ლანგეითის“ და „ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით, დღეს პროექტის - „თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად“ ფარგლებში, ქართული ხალხური ზღაპრების ორენოვანი წიგნის, ასევე მისი DVD და AUDIO ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა.
ფოთში დასაქმების პრობლემის მოგვარების მიზნით, კომპანია „სოკარი“ ნავთობპროდუქტების ქიმიურად გადამამუშავებელი მსხვილი საწარმოს მშენებლობას იწყებს, სადაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.
კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ბათუმის „პრეს კაფეში”, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებულ აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფულით პოლიტიკური კორუფციის წარმოქმნის და ხალხის ხმების ყიდვის მცდელობას აქვს ადგილი.