საქართველოს მალე ჯანდაცის საუკეთესო სისტემა ექნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გურჯაანში ახალი საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბანკო სექტორს, საბანკო ასოციაციასა და საბანკო ტრეინინგების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ამირან იანვარაშვილი ჭიდაობა სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპის პირველობა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა და მასში კასპიდან იანვარაშვილთან ერთად, ტრისტან ფეიქრიშვილიც მონაწილეობდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში, სახელწოდებით „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების გარდამტეხი მომენტები“ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა საქართველოში ჩამოვა და პარტიას სათავეში ჩაუდგება.
„სახალხო კრების“ წევრი თემურ ლომსაძე და საზოგადოება „მემორიალის“ თავჯდომარე გურამ სოსელია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სოციალურ დაცვას სახელმწიფოს პრიორიტეტად მიიჩნევენ.