პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გადახედვას ურჩევს და რეკომენდაციას აძლევს - უფრო ინტენსიური გახადოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა, მათ შორის ფინანსური რესურსების გამოყოფისა და დე ფაქტო ხელისუფლებებთან პრაგმატული თანამშრომლობის გზით.
“დოიჩე ბანკმა” “თიბისი ბანკი” ევროსა და დოლარში სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით, საუკეთესო ბანკად დაასახელა და ,,2011 STP Excellence Award” სერტიფიკატი გადასცა.
პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო პერიოდში ბეჭდვითი მასალის განთავსების რეგულირებასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხმის უფლების მქონე პირთათვის საარჩევნო უფლების რეალიზების საკითხები განიხილეს
2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მინერალური წყლების წარმოება 9.3 პროცენტით ანუ 13 მლნ ლიტრით გაიზარდა.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ აბაშიძე თბილისის მერიისგან დედაქალაქის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას მოითხოვს.
„საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ჩიკაგოში, ნატო-ს სამიტზე მხარი დაუჭიროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას.