კომპანია “სილქნეტი” და მაღაზიათა ქსელი “ელიტ ელექტორნიქსი” ერთობლივ აქციას მართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „სილქნეტიდან“ აცნობეს, დღეიდან „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზითა ქსელში შეძენილ თითოეულ ტელევიზორზე მომხმარებელს „სილქნეტისგან“ სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა, რომელიც „სილქ ტვ“-ს ინსტალაციას, მასზე ორი თვის სააბონენტოს გადახდას და მობილურ ტელეფონ HISENSE C210 -ზე ფასდაკლებას მოიცავს.
აქციის ფარგლებში შერჩეულ პროდუქტებზე მომხმარებელს რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 ივლისამდე შეუძლია. ამისთთვის მან „სილქნეტის“ ცხელ ხაზზე 2 100–100 უნდა დარეკოს ან სერვისცენტრში მივიდეს და ვაუჩერზე დატანილი უნიკალური კოდი წარადგინოს.
ამასთან, მომხმარებელს „სილქ ტვ“-ს ნებისმიერი პაკეტი არჩევა შეუძლია. ძვირადღირებული პაკეტების არჩევისას დარიცხულ სააბონენტოზე მომხმარებელი ვაუჩერით გათვალისწინებულ 15-ლარიან ფასდაკლებას მიიღებს.
„სილქნეტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში ამავე ვაუჩერით S1 მობილური ტელეფონის შეძენა და 20-ლარიანი ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.
აქცია „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ის 16 ივლისამდე გაგრძელდება.

















