ჰოლივუდის მსახიობები ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი იმედოვნებენ, რომ მათ ძალიან მალე მეორე შვილიც ეყოლებათ.
წყვილმა, რომელსაც 8 თვის ქალიშვილი ვაიეტი ჰყავთ, განაცხადეს, რომ სურთ, მათი შვილების ასაკი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდეს.
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის „შავი გედის“ მთავარი პერსონაჟი იმედოვნებს, რომ ის ზაფხულის ბოლომდე ფეხმძიმედ დარჩება.
უცხოური პრესა იმასაც იუწყება, რომ ეშტონს, რომელსაც 2 ტყუპი ძმა ჰყავს, სურს, რომ მილამ შემდეგი ფეხმძიმობიდან ტყუპები გააჩინოს.
როგორც წყვილმა განაცხადა, მეორე ბავშვი მათ ორმაგად მეტ საზრუნავს გაუჩენს, თუმცა შვილმა მათ ცხოვრებაში იმდენი სიხალისე შემოიტანა, რომ ეს არ ადარდებთ.