ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას თქმით, მას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
მდივნის ჯონ კერის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით ხილვა ჰქონდა.
როგორც კაკულია ამბობს, გავრცელებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზიტი გარკვეულწილად აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობას უკავშირდება, მცდარია.
მისი ხილვის მიხედვით, ჯონ კერის მთავარი მესიჯი რუსეთთან მიმართებით გამაფრთხილებელი და მუქარის შემცველიც კი იყო.
„კერის რუსეთში(სოჭში) ვიზიტზე მე სულ სხვაგვარი ხილვა ვნახე. ხმაც კი მესმოდა - თუ არ მორჩებით ამ თამაშს, რითაც ამერიკა და ევროპაც დაიღალა, მაგ კრემლის კედლებში ჩაგმარხავთო. შეხვედრის მთავარი სათქმელი სწორედ ეს იყო, როგორ მე გავიგე“, - განაცხადა კაკულიამ მცირექრონომეტრაჟიან ვიდეორგოლში.
მისივე თქმით, რუსეთმა უდიდესი შეცდომები დაუშვა და ამის გამო, ნატომ ევროპასა და რუსეთს შორის ძალიან დიდი კედელი აღმართა.