„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლის ნათია ფანჯიკიძის თქმით,
ირაკლი ალასანიამ საქველმოქმედო პროექტ „დარბის ყველა, დარბის მთელი მსოფლიო, დარბის საქართველო!“-ს ფარგლებში, დაახლოებით 18 კილომეტრი გაირბინა.
როგორც ფანჯიკიძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ამის გამო ოჯახში რომ არ დაიჩაგროს, ის კარატეზე სიარულის დაწყებას გეგმავს.
„18 კილომეტრი სჩემტა... მე რა ვქნა, მე ახლა? რით გამოვიჩინო თავი შვილებმა რომ პატივი მცენ??? მოვიფიქრე! ხვალიდან კარატეზე ვიწყებ სიარულს. "იაააა!" რომ დავჭყივლებ, ანუ, - ი. ა. -გაფრთხილება იქნება სწორედ, რომ ოჯახში ანგარიშგასაწევი ძალა ვარ”, - წერს ნათია ფაჯიკიძე.
მარათონის დღეს კი ფანჯიკიძე მეუღლის გაუჩინარებაზე წერდა და ვარაუდობდა, რომ შესაძლოა ირაკლი ალასანიას, ფილმის პერსონაჟ ფორესტ გამპივით“ დამართნოდა და 2016 წლამდე არ გაჩერებულიყო.
„ვაააჰ... მარათონის ყველა მორბენალმა მოირბინა ამასობაში, ეს კაცი არ ჩანს... არც ტელეფონზე მცემს ხმას, როგორც ჩანს, ისევ დარბის.
ფორესტ გამპივით რომ დაემართოს და 2016-მდე არ გაჩერდეს, რა გავაკეთო? გავეკიდო თუ დაველოდო?“, - წერდა ნათია ფანჯიკიძე.