დიზაინერი ლევან ლაშქარაშვილი საქართველოში ერთადერთია, ვინც მზის სათვალეებისთვის ჩარჩოს ხისგან ამზადებს.
როგორც რადიო–სტუდია „სპუტნიკ–საქართველოსთან“ საუბრისას დიზანიერმა განაცხადა, სათვალის ჩარჩოს დამზადება ნებისმიერი ხისგან არის შესაძლებელი და მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა და მსუბუქია.
„მიყვარს ხე და მასზე ბავშვობაშიც ვმუშაობდი. მისგან პატარ-პატარა ნივთებს ვაკეთებდი, ალბათ, ამიტომ გახდა ეს მასალა აქტუალური ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ ხეზე მუშაობა სერიოზულად დავიწყე და ეს იდეაც აქედან გაჩნდა“, – აღნიშნა დიზაინერმა.