გაზეთი „კვირის ქრონიკა,“ საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილ ლექსს აქვეყნებს,
სადაც ივანიშვილი მოხსენიებულია საქართველოს ამომავალ დიდებად, ნატვრის თვალად და სამოთხის კარის გამხსნელად:
„შენა ხარ დღეს საქართველოს
ამომავალი დიდება,
ასეთი კაცი ქართველებს
თუ კიდევ მოგვევლინება.
რაც მე თვითონ მინახავს,
რაც წლები მომედინება,
მაგრამ არ მგონი ასეთი
თუ კიდევ მოგვევლინება.
კი აგვისრულდა ოცნება,
მუდამ რომელსაც ვნატრობდით,
შენ დიდი ნატვრისთვალი ხარ,
ბიძინა, გენაცვალები.
მოდი, გვნახე და გვიხილე,
ცრემლით გვევსება თვალები,
ეგება რამე გვიშველო,
გაგვიხსენ სამოთხის კარები“