ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულმა წყვილმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა კიდევ ერთი ბავშვი იშვილეს.
ბიჭი, სახელად მუსა, რომელიც ვარსკვლავური წყვილის ოჯახს შეემატა, თურქეთის დევნილთა ბანაკში დაიბადა.
2 წლის მუსა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რიგით მეშვიდე შვილი იქნება.
უცხოური პრესის ცნობით, გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მუსა ნამდვილად ობოლია, რის შემდეგაც ანჯელინამ მისი აყვანისთვის შესაბამისი პროცედურები გაიარა.
წყვილი ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით 2 წლის ბიჭი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დიდ ოჯახს სულ ცოტა ხანში შეუერთდება.
წყვილმა 2002 წელს კამბოჯადან მედოკსი, 2005 წელს ეთიოპიიდან ზახარსი და 2007 წელს ვიეტნამიდან პაკსი იშვილა. ისინი მათ 2008 წელს დაბადებულ ბიოლოგიურ ტყუპებთან ვივიენთან და ნოკსთან და 2006 წელს დაბადებულ ბიოლოგიურ შვილთან შაილოსთან ერთად ზრდიან.