საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებულს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემურ არაბიძეს გამარჯვება მიულოცა.
„თემო გილოცავ! ვამაყობ შენით!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ facebook-ის გვერდზე და „ნიჭიერის“ გამარჯვებულთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ნიჭიერი“ ფინალური ტური 14 იანვარს გაიმართა, სადაც მაყურებლების ზარების მიხედვით გამარჯვებულები, მოცეკვავე წყვილი ქეთი და თემო გახდნენ.
მათი ნომერი გამორჩეული იყო იმით, რომ მოცეკვავე თემო არაბიძე პროექტში ცეკვებს, თავის პარტნიორთან ქეთისთან ერთად, ეტლში მყოფი ასრულებდა.