გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ჩაცმულობას, რომლითაც ის საზოგადოებამ „ალილო“-ზე იხილა, -„Facebook“– ის საკუთარ გვერდზე ლექსს უძღვნის.
„თუმცა თოვლი არ მოვიდა/ ვერც მთავრობამ შექმნა/ მაგრამ მაინც გადაგვპენტა/ ბესელიას ჩექმამ,“– ასეთია გოგა ხაჩიძის პოეტური ქმნილება ეკა ბესელიას ჩაცმულობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ „ალილო“-ზე, ეკა ბესელიას თეთრ ფერებში გადაწყვეტილმა ჩაცმულობამ, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.