logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სტალინი მასთან სამოქალაქო ფორმით მისულ რუსეთის პატრიარქს: ესე იგი, ჩემი გეშინია და ღმერთის არა?
სტალინი მასთან სამოქალაქო ფორმით მისულ რუსეთის პატრიარქს: ესე იგი, ჩემი გეშინია და ღმერთის არა?
11:31 21.12.2014
დღეს, 21 დეკემბერს იოსებ სტალინს 135 წელი შეუსრულდებოდა. რასაკვირველია, იგი ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო მსოფლიოს ისტორიაში. დღემდე მასზე ცუდიც და კარგიც ბევრი დაწერილა. როგორც რუსული პრესა აღნიშნავს, იოსებ სტალინს უცხოელი პოლიტიკოსები უფრო ლოიალურად იხსენებენ და მასზე უცხოელი მეცნიერ-მკვლევარებიც შედარებით რბილად წერენ. ბოლო ათწლეულში საკმაოდ ბევრი წიგნი გამოვიდა იოსებ სტალინის იუმორისა და ხუმრობების თაობაზეც.
გთავაზობთ ამონარიდებს რუსულ „ექსპრეს-გაზეტაში“ გუშინ, 20 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატიიდან „სტალინის ხუმრობები“.
წყარო: http://www.eg.ru/daily/politics/44891/
--------------
ომის დამთავრების შემდეგ მარშალმა როკოსოვსკიმ ისეთი ლამაზი აგარაკი აიშენა, რომ ყველა მასზე ლაპარაკობდა... მარშალმა „ნოვოსელიაზე“ მთელი პოლიტბიურო და პირადად იოსებ სტალინიც მიიპატიჟა. მთელი ღამე იმხიარულეს, იყო გართობა და ცეკვა-თამაში, გაიხსენეს ომის ეპიზოდებიც... დილით მასპინძელს ემშვიდობებიან, მადლობას უხდიან და ასე შემდეგ.
სტალინი ეუბნება როკოსოვსკის:
- დიდი მადლობა, ამხანაგო როკოსოვსკი, ასეთი ლამაზი და კარგი ბავშვთა დასასვენებელი სახლის აშენებისათვის!
იმავე დღესვე შენობაში ბავშვები მიიყვანეს.
-------------
მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი კონსტანტინე სტანისლავსკი ახლოს იყო იოსებ სტალინთან, რომელიც ხშირად ესწრებოდა მის სპექტაკლებს, მაგრამ ზოგჯერ სტანისლავსკის საბჭოთა ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში „იაღლიში“ მოსდიოდა ხოლმე.
ერთხელ იგი სტალინთან ერთად ლოჟაში ზის. ბელადი რეპერტუარს ათვალიერებს და სტანისლავსკის ეკითხება:
- რატომ არ გაქვთ შეტანილი რეპერტუარში მწერალ მიხეილ ბულგაკოვის „ტურბინების დღეები“?
სტანისლავსკიმ ჯერ თითი ტუჩებზე მიიდო, მერე მაღლა ასწია და ბელადს ყურში ჩასჩურჩულა:
- პიესა იქ, ზემოთ, აკრძალეს... არავის უთხრათ, ეს სრულიად საიდუმლოა!
სტალინმა სიცილით გული იჯერა და სტანისლავსკი სერიოზულად დაამშვიდა:
- კარგი, მოველაპარაკები ზემოთ, იმედია, ნებას დაგრთავენ.
კიდევ ერთხელ რომ მივიდა თეატრში, სტანისლავსკიმ შეხვდა, ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად და თავის ნამდვილ გვარს ეუბნება: ალექსეევი!
სტალინმა ხელი ჩამოართვა და უპასუხა: ჯუღაშვილი! და თავის სავარძელში ჩაჯდა.
------------
ომის წინ საბჭოთა კავშირში უმაღლესი საბჭოს დადგენილება გამოვიდა: სამსახურში 20 წუთით დაგვიანებისათვის მკაცრი სასჯელი - გათავისუფლება დაწესდა. დადგენილების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე სახალხო არტისტმა ვასილი კაჩალოვმა მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში სამუშაოზე ერთი საათით დააგვიანა. თეატრში პანიკა ატყდა - რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო. გადაწყვიტეს, სტალინისთვის ეკითხათ. პასუხი ასეთი ფორმით მოვიდა: „იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს ამხ. კაჩალოვს თეატრის დირექტორმა არ გააცნო უმაღლესი საბჭოს დადგენილება, გამოეცხადოს თეატრის დირექტორს ამხანაგ კონსტანტინე სტანისლავსკის მკაცრი საყვედური“.
-----------
ქართველმა მსახიობმა მიხეილ გელოვანმა, რომელიც ომის წინ ხშირად ასრულებდა ხოლმე ისტორიულ-რევოლუციურ ფილმებში იოსებ სტალინის როლს, ერთხელაც რიწის ტბაზე მდებარე სტალინის აგარკში გარკვეული ვადით ცხოვრება მოისურვა. რასაკვირველია, ეს სურვილი ბელადს მოახსენეს. მან იკითხა:
- და მაინც რატომ ითხოვს ამხანაგი გელოვანი რიწაზე ცხოვრებას?
- სურს, რომ როლის უფრო კარგად შესრულების მიზნით თქვენი სახე უფრო ღრმად გაითავისოს, ამხანაგო სტალინ!
ბელადმა ულვაშებში ეშმაკურად ჩაიცინა და ამბობს:
- ო-ო-ო, გადაეცით, რომ ჯობია ციმბირიდან, ტურუხანსკიდან დაიწყოს...
------------
1944 წლის შემოდგომაზე, როცა რუსეთის პატრიარქი სერგი უკვე გარდაცვლილი იყო, იოსებ სტალინმა კრემლში პატრიარქის მოვალეობის დროებით შემსრულებელი და ადგილმონაცვლე სერგეი სიმანსკი (მომავალი პატრიარქი ალექსი პირველი) მიიღო. სიმანსკი შეხვედრაზე ეპისკოპოსის სამოსში კი არა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოცხადდა.
სემინარიის ყოფილმა მსმენელმა ჩიბუხი მაღლა ასწია, მიანიშნა და ეკითხება:
- ესე იგი, ჩემი გეშინია და ღმერთის არა?


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა