ლონდონში ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსამდე დაეცა, თუმცა ამერიკელი მსახიობისა და მომღერალის პერის ჰილტონის ჩაცმულობაზე ამან ასახვა ვერ ჰპოვა.
ერთ-ერთ ღონისძიებაზე დღეს ის ძალიან მოკლე, ნაცრისფერი, ტანზე მომდგარი კაბით წარსდგა, რომელიც მკვეთრი დეკოლტითაა გამორჩეული.
ამის გამო უცხოური პრესა ასკვნის, რომ 33 წლის პერის ჰილტონს მკერდზე არ სცივა.
ღონისძიებისთვის საგანგებოდ გამოწყობილი პერის ჰილტონი, პაპარაცებმა სასტუმროდან გამოსვლისას დააფიქსირეს.
უცხოური პრესა აღნიშნავს, რომ მისი მაკიაჟი „smokey eye“-ის ჩათვლით, შეუდარებელია.