მსახიობები - ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, თავიან 6 შვილს - 6 წლის ტყუპებს ვივიანსა და ნოქსს, 8 წლის საილოს, 9 წლის ზაჰარას, 11 წლის ფაქსსა და 13 წლის მადოქსს, ტატუს გაკეთების ნებას არ აძლევენ.
ჯოლის განცხადებით, მისი მეუღლე განსაკუთრებით დარწმუნებულია, რომ მათი ქალიშვილები სხეულს არასდროს მოიხატავენ.
„ისინი უკვე ტატუს გაკეთების უფლებას მთხოვენ. სხეულის მოხატვა, მამებში, გოგონების მიმართ, ყოველთვის განსაკუთრებულად მძიმედ მისაღებია“, - აცხადებს ანჯელინა ჯოლი.
ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული წყვილი უცხოურ პრესასთან ასევე აცხადებს, რომ მათ არ სურთ თავიანთმა შვილებმა მშობლებს მიბაძონ და მათ კვლას გაჰყვნენ.
როგორც ანჯელინა ჯოლი ამბობს, მისი შვილები ძალიან ინდივიდუალურები და განსაკუთრებულები არიან. მსახიობი იმედოვნებს რომ მშობლების მაგივრად, მათი შვილების შთაგონების და მიბაძვის ობიექტები ცნობილი მწერლები, პოლიტიკოსები ან საზოგადოების სხვა სფეროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იქნებიან.
თუმცა, როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი შვილი მადოქსი, ჯოლის ახალ ფილმში “by the sea”- ში, პროდუსერის თანაშემწედ მუშაობს.