ურეკიდან სამგზავრო მატარებლით ჩამოსვლის შემდეგ, თბილისის რკინიგზის სადგურში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ
საკითხებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „შაბათია და შესაბამისად გამოსასვლელი დღეა“.
სააგენტო „ნიუსპრესის“ ყვითელი ზონა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტისა და ექსპრემიერის დიალოგს გთავაზობთ:
-რა შეგიძლიათ გვითხრათ საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით?
-დღეს ვისვენებთ...
-ლარის კურსთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?
-დღეს დასვენების დღეა...
-ბატონო ბიძინა, რატომ არ აკეთებთ დღეს კომენტარს?
- დღეს გამოსასვლელი დღეა და კომენტარს არ ვაკეთებ...
-რატომ არის გამოსასვლელი დღე?
-შაბათია...
-ბატონო ბიძინა, სად იყავით?
-არ გეტყვით...
-რატომ არ გვეტყვით?
-ნახე როგორ ხულიგნობენ ეს ჟურნალისტები...
-რატომ ვხულიგნობთ, ჩვენ უბრალოდ კითხვას ვსვამთ...
-დღეს გამოსასვლელი დღე მაქვს და ინტერვიუს არ ვიძლევი...
-რატომ არის გამოსასვლელი დღე?
-იმიტომ, რომ შაბათია. ახლა ისიც ხომ უნდა მკითხოთ, რატომ არის დღეს შაბათი....