მოდელმა ქენდელ ნიკოლ ჯენერმა, ჟურნალ „love”-ს საახალწლო ნომრისთვის იპოზიორა.
ახალ ფოტოებში 19 წლის მოდელი შავი საცვლებითა და სანტა-კლაუსის წითელი ქუდით პოზიებს, როგორც „სექსუალური სანტა“.
ქენდელ ჯენერმა ასეთი ჩაცმულობით ჟურნალების ყდები დაიპყრო.
„ქენდელ ჯენერი მოდის სახეს ცვლის“ - ასეთი სათაურით დაიბეჭდა მისი ფოტოები სხვადასხვა გამოცემაში.
როგორც უცხოური პრესა წერს, ახალგაზრდა მოდელი ბრიტანულ მოდის ჟურნალში საოცრად გამოიყურება.
ქენდელ ჯენერმა მოდის სფეროში მოღვაწეობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ის ძირითადად ჟურნალებისთვის პოზირებს და მაღალი კლასის რეტრო ჩვენებებში იღებს მონაწილეობას.